Sunday, June 5, 2016

ტრენინგის მეორე დღე


     ტრენინგის მეორე დღეს გავეცანი პუბლიკაციების მომზადებას, რომლებსაც გამოვიყენებ სასწავლო პროცესში. 
   პირველ რიგში, განვსაზღვრე მისი კავშირი პროექტის სასწავლო მიზნებთან, გავიაზრე  კონკრეტული მიზნების განსაზღვრის აუცილებლობა, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, შეფასების გეგმა და შესაბამისი აქტივობები.
    ამის შენდეგ შევეცადე მომემზადებინა პუბლიკაცია. გავეცანი ბუკლეტების ნიმუშებსა და შაბლონებს, რომლებიც განკუთვნილი იყო დირექციის, მშობლებისა და ბავშვებისთვის. წინასწარ მოვამზადე ჩეკლისტი  და შევქმენი ბუკლეტი, რომელიც განვათავსე დამხმარე პროექტის მასალებში.
  შემდეგ ვიმუშავე ბლოგზე. გავეცანი, თუ როგორ განვათავსო მასზე ახალი ინფორმაცია, სურათები ან ვიდეო-მასალა. 

No comments:

Post a Comment