ტრენინგის მესამე დღე
დღეს ტრენინგის პირველ ნაწილში მიმოვიხილეთ ჯგუფის წევრების მიერ შინ მომზადებული ბუკლეტები, რომლებიც მომზადებული იყო როგორ პროექტის დამხმარე რესურსი და ასახავდა თითოეული პედაგოგის მერ შერჩეული პროექტის თემასა და დანიშნულებას.
ამის შემდეგ სასწავლო პროექტის გეგმის წერა დავიწყე მოცემული შაბლონის გამოყენებით. ჩავწერე პროექტის სახელწოდება,მივუთითე სწავლების საფეხური,პროექტის განხორციელების ვადები და მოკლედ აღვწერე მისი შინაარსი.
გეგმაში ჩავწერე იმ საგნის სტანდარტები ესგ-ს მიხედვით, რომლების ინტეგრაციასაც ვგეგმავ, პროექტის სასწავლო მიზნები/შედეგები და 21- საუკუნის ის უნარები, რომელთა ჩამოყალიბებასაც მოიაზრებს პროექტი.
გავიგე, რას ნიშნავს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და რატომ იყოფა ის ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებად. ვნახე პრეზენტაცია და განვიხილე მაგალითები, რის მიხედვითაც საკუთარ გეგმაში შევიტანე შესაბამისი კითხვები.
დღის რეფლექსია განვათავსე ჩემს ბლოგზე.
No comments:
Post a Comment