Friday, October 7, 2016

ტრენინგის მეცხრე დღე

    ტრენინგის ბოლო დღე დავიწყეთ თემით ,,ფასილიტაცია''. ვისაუბრეთ მის მნიშვნელობაზე, არსსა და მთელი პროექტის მანძილზე მისი გამოყენების საჭიროებაზე
     სახელმძღვანელოს რესურსებიდან გავეცანი ფასილიტაციის ნიმუშს.მასი გათვალისწინებით word-ის დოკუმენტში შევქმენი პრეზენტაციის მომზადების ინსტრუქცია.  განვალაგე მიმართულების მიმცემი მინიშნებები და ინსტრუქციები, რომლებიც  დაეხმარება პატარებს ნაბიჯნაბიჯ დამოუკიდებლად მოამზადონ პრეზენტაცია Power Point Presentation-ში.
     შემდეგ ჯგუფში განვიხილეთ პორტფოლიო, თვალი გადავავლეთ, თუ რომელი საქაღალდეებისაგან  უნდა შედგებოდეს ის და რა საჭირო მასალა უნდა წარმოვადგინოთ ტრენინგის ბოლოს. საქაღალდე გავათავისუფლე გადმოწერილი შაბლონებისა და ნიმუშებისაგან და მასში მხოლოდ საჭირო, ანუ ჩემ მიერ შექმნილი  და ჩემი გამოყენებული მასალა დავტოვე. მოვინიშნე, რა ხარვეზები მაქვს, კიდევ რა სამუშაოები მაქვს შესასრულებელი საქაღალდის სრულყოფისთვის. გამოყენებული ფოტოები უნდა მოვათავსო ,,აუდიო-ვიდეო.. საქაღალდეში. ასევე, დიაგრამა ,,ვიცი- ვისწავლე-მინდა ვიცოდე" , მოსწავლის თვითდაკვირვება. გარკვეულ ცვლილებებს შევიტან სამუშაო გეგმაშიც.
   
ტრენინგის შემდეგი ეტაპი დაეთმო  ბლოგზე მუშაობას, Drive -ის (მეხსიერების დისკის) გამოყენებით. გავიხსენე ბლოგზე ფაილის და საქაღალდის ატვირთვა და ავტვირთე ჩემი პორტფოლიო. ვისწავლე ჩასწორება და  ფაილების დამატება

 
მიმაჩნია, რომ ტრენინგი იყო საჭიროც და საინტერესოც, რამეთუ პროექტზე დაფუძნებული სწავლება არის აქტუალური და  ამ კუთხით მასწავლებლებისთვის მიმართულების მიცემა მნიშვნელოვანია
  მადლობა რუსუდან მარკოზაშვილს-ჩვენს ტრენერს, რომელიც დიდი მონდომებით, დაუღალავად ცდილობდა თითოეულ მსმენელამდე მიეტანა სათქმელი