Friday, October 7, 2016

ტრენინგის მეცხრე დღე

    ტრენინგის ბოლო დღე დავიწყეთ თემით ,,ფასილიტაცია''. ვისაუბრეთ მის მნიშვნელობაზე, არსსა და მთელი პროექტის მანძილზე მისი გამოყენების საჭიროებაზე
     სახელმძღვანელოს რესურსებიდან გავეცანი ფასილიტაციის ნიმუშს.მასი გათვალისწინებით word-ის დოკუმენტში შევქმენი პრეზენტაციის მომზადების ინსტრუქცია.  განვალაგე მიმართულების მიმცემი მინიშნებები და ინსტრუქციები, რომლებიც  დაეხმარება პატარებს ნაბიჯნაბიჯ დამოუკიდებლად მოამზადონ პრეზენტაცია Power Point Presentation-ში.
     შემდეგ ჯგუფში განვიხილეთ პორტფოლიო, თვალი გადავავლეთ, თუ რომელი საქაღალდეებისაგან  უნდა შედგებოდეს ის და რა საჭირო მასალა უნდა წარმოვადგინოთ ტრენინგის ბოლოს. საქაღალდე გავათავისუფლე გადმოწერილი შაბლონებისა და ნიმუშებისაგან და მასში მხოლოდ საჭირო, ანუ ჩემ მიერ შექმნილი  და ჩემი გამოყენებული მასალა დავტოვე. მოვინიშნე, რა ხარვეზები მაქვს, კიდევ რა სამუშაოები მაქვს შესასრულებელი საქაღალდის სრულყოფისთვის. გამოყენებული ფოტოები უნდა მოვათავსო ,,აუდიო-ვიდეო.. საქაღალდეში. ასევე, დიაგრამა ,,ვიცი- ვისწავლე-მინდა ვიცოდე" , მოსწავლის თვითდაკვირვება. გარკვეულ ცვლილებებს შევიტან სამუშაო გეგმაშიც.
   
ტრენინგის შემდეგი ეტაპი დაეთმო  ბლოგზე მუშაობას, Drive -ის (მეხსიერების დისკის) გამოყენებით. გავიხსენე ბლოგზე ფაილის და საქაღალდის ატვირთვა და ავტვირთე ჩემი პორტფოლიო. ვისწავლე ჩასწორება და  ფაილების დამატება

 
მიმაჩნია, რომ ტრენინგი იყო საჭიროც და საინტერესოც, რამეთუ პროექტზე დაფუძნებული სწავლება არის აქტუალური და  ამ კუთხით მასწავლებლებისთვის მიმართულების მიცემა მნიშვნელოვანია
  მადლობა რუსუდან მარკოზაშვილს-ჩვენს ტრენერს, რომელიც დიდი მონდომებით, დაუღალავად ცდილობდა თითოეულ მსმენელამდე მიეტანა სათქმელი


Sunday, September 25, 2016

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღე საინტერესიდ წარიმართა.  განვიხილეთ ჩეკლისტების ზოგადი და კონკრეტული  ნიმუშები,ასევე -შეფასების რუბრიკების ნიმუშები. შევადგინე მოსწავლეთა შეფასების ფორმები, რომლებიც ჩემი პროექტის ფარგლებში უნდა გამოვიყენო. შევადგინე ჩემი პრეზენტაციის, ანუ პროექტის პროდუქტის ჩეკლისტი და  შეფასების რუბრიკა.
მიმოვიხილეთ პრეზენტაციების ნიმუშები.
განვიხილეთ, როგორ დავგეგმოთ პროექტი ისე,რომ მიზნები მიღწეული იყოს, გათვლილი იყოს მოსწავლეთა წარმატებისთვის, როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლების ეფექტურად წარმართვისათვის. ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე, რომლებსაც განვახორციელებთ ტექნოლოგიების გამოყენებით.

Saturday, September 24, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე

    დღეს განვიხილეთ კოლეგების მიერ პროექტის ფარგლებში მომზადებული გაზეთები. ვიმსჯელეთ, დავსვით კითხვები, შევიტანეთ გარვეული შესწორებები.
 ტრენინგის ძირითადი დრო დავუთმეთ სასწავლო პროექტის შეფასებას.შეფასების მიზანია სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება. ამიტომ მნიშვნელოვანია შეფასების სტრატეგიების, დროისა და შეფასების ინსტრუმენტების სწორად შერჩევა, მათი თანმიმდევრულობის დაცვა,
      მოსწავლის წინარე ცოდნისა და საჭიროების დადგენა მნიშვნელოვანია მუშაობის ეფექტურად დაგეგმვისა და წარმართვისათვის. ამ მიზნით ჩემი პროექტის ფარგლებში ჩატარდება დიაგნოსტიკური ტესტირება. შეფასების ინსტრუმენტად გამოვიყენებ ტესტურ კითხვებს.
      წახალისებისა და თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებლად  ავირჩიეთ თვითშეფასება და რეფლექსია, რომელსაც გამოიყენებენ მოსწავლეები  პროექტის დასასრულს და რომლის ინსტრუმენტად შეარჩევენ ჩეკლისტს.
      პროგრესის მონიტირინგის სტრატეგიებიდან ავირჩიეთ არაფორმალური დაკვირვება და შემთხვევების ჩანიშვნა. ამ სტრატეგიას გამოვიყენებთ მთელი პროექტის მანძილზე ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობისას. ინსტრუმენტად ავირჩიეთ ჩეკლისტი. ის დაეხმარება მოსწავლეებს პროექტის განხორციელების პროცესში წამოჭრილი პრობლემის მოგვარებაში, შეფასებასა და ანალიზის გაკეთებაში, გადაწყვეტილებების მიღებაში.
    გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წასახალისებლად ჩვენს პროექტს მოვარგეთ სტრუქტურული ინტერვიუები და დაკვირვება.ამ სტრატეგიას გამოიყენებენ მოსწავლეები ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობისას, ხოლო შეფასებისინსტრუმენტად-მოსწავლის დაკვირვებას.
   გაგებისა და უნარების დემონსტრირებისათვის პროექტის დასასრულს შეიქმნება პროდუქტი. ეს იქნება: ბუკლეტი, გაზეთი, პრეზენტაცია. შეფასების ინსტრუმენტად გმოყენებული იქნება რუბრიკები.
  ტრენინგის მეშვიდე დღე საინტერესოდ წარიმართა...

Thursday, June 16, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე

  დღეს ვისწავლე დრაივზე მასალების ატვირთვა. დრაივიდან ბლოგზე გაზიარება. შევქმენი გაზეთი და გავაზიარე ჩემს ბლოგზე.გაზეთის შესაქმნელად გამოვიყენე ვორდში არსებული გაზეთის შაბლონი. გავეცანი სახელმძღვანელოში წარმოდგენილ გაზეთის შაბლონებს.

გაზეთი

ეკოლოგია და ჩვენ

ბუკლეტი

ეკოლოგია და ჩვენი როლი

Tuesday, June 14, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე

 დღეს განვიხილეთ საშინაო დავალება- ჩვენ მიერ სასწავლო პროექტის მიხედვით შექმნილი პრეზენტაციები და შეფასებები.
   ჩემი პროექტის თემაა: ,,ეკოლოგიური პრობლემები და ჩვენი როლი" . გავაკეთე პრეზრნტაცია. ვიმსჯელეთ ჩემ მიერ შერჩეული დასმული ზოგადი კითხვის შესახებ და შევარჩიე ახალი კითხვა.
   მოვისმინე, როგორ მივუთითო გამოყენებული ლიტერატურა, ან ვებ-გვერდი, რათა თავი ავარიდო პლაგიატიზმს და დავიცვა სხვისი საავტორო უფლებები. ამით დავასრულეთ მეორე მოდული და გადავედით ბლოგის დეტალურ განხილვაზე.
       ვისწავლე ბლოგზე შაბლონის, ფონის შეცვლა თემატიკის გათვალისწინებით,ასევე სასურველი სურათის განთავსება.
 გავეცანი, თუ როგორ შევცვალო ნაბეჭდი ტექსტის სიგანე, მდებარეობა, როგორ შევცვალო ფონის ფერი.